|
2025-12-16 12:10:02, 7025 ნახვა
პოლიტიკა
ტობიას კრემერი: რეჟიმს, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს, არ შეიძლება ჰქონდეს ევროპელობის ამბიცია
ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, მზია ამაღლობელის პატიმრობის საკითხის გარდა, BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტზეც ისაუბრა. კერძოდ, მან თქვა, რომ "რეჟიმს, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არ შეიძლება ჰქონდეს ევროპელობის ამბიცია". მისი თქმით, ქართული ოცნება "ძალიან მკაფიოდ ცდილობს ბელარუსის ბნელი დიქტატურის გამეორებას". "ბელარუსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დიქტატურაა და ქართული ოცნება ძალიან მკაფიოდ ცდილობს მის გამეორებას. ისინი იყენებენ კამიტს, გაზს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა საბრძოლო მოქმედებებში, და რეჟიმს, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არ შეიძლება ჰქონდეს ევროპელობის ამბიცია. მაგრამ ამავე დროს, ის, რასაც მზია და ანდჟეი აჩვენებენ, არის ის, რომ ჩვენ არ უნდა დავთმოთ საქართველო და ბელარუსი, ქართველები და ბელარუსები, რადგან ისინი აჩვენებენ, რომ არსებობს განსხვავებული ბელარუსი, არსებობს განსხვავებული საქართველო, არსებობს ხალხი და მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც ამაყად დგას და იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ვფიქრობ, ეს ჩვენი მოვალეობაა, რადგან ჩვენ გვაქვს ფუფუნება - ჩვენს წინააღმდეგ არ გამოიყენებე ქიმიურ იარაღის ან უკანონო პატიმრობას, სწორედ ამიტომ ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა მივცეთ ხმა ქართველებს, ბელარუსებს. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ევროკავშირსა და ევროპარლამენტს შეუძლიათ", - თქვა მან სხდომაზე. მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებულია - წელს ეს ჯილდო მასთან ერთად ბელარუს პატიმარსა და ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტისაც გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)