|
2025-12-12 12:57:27, 16277 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაციისა და ლიბერალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს - Energy Community
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნომ 2025 წლის იმპლემენტაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაციისა და ლიბერალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს. ამ კატეგორიაში ვალდებულებების შესრულების მაჩვენებელი მხოლოდ 31%-ია, რაც ყველაზე დაბალი შედეგია შეფასებულ ხუთ სფეროს შორის. ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის ფუნდამენტური მოთხოვნების შესრულება. ორგანიზაციის რეკომენდაციით, საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს შემდეგი რეფორმები:
შედარებით უკეთესი, თუმცა კვლავ არასრული პროგრესია ენერგეტიკის სექტორის დეკარბონიზაციის მიმართულებით, სადაც შესრულების დონე 51%-ს შეადგენს. ამ კუთხით, ანგარიში მოითხოვს კლიმატის შესახებ კანონმდებლობის დასრულებას, განახლებადი ენერგიის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას და შენობების გრძელვადიანი განახლების სტრატეგიის შემუშავებას. ამის საპირისპიროდ, ანგარიშში ყველაზე მაღალი მაჩვენებლებითაა შეფასებული ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილი (77%) და მმართველობითი ორგანოების მუშაობა (75%). ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ორგანიზაცია პრევენციული და საგანგებო მოქმედებების გეგმების მიღებას ითხოვს. ხელისუფლების ორგანოების მუშაობის კუთხით კი რეკომენდებულია მარეგულირებელი კომისიისთვის (სემეკ) ყველა საჭირო უფლებამოსილების მინიჭება და „საქსტატის“ მონაცემების ევროსტატის მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა. გარემოს დაცვის მიმართულებით შესრულების მაჩვენებელი 63%-ია. მთავარ რეკომენდაციად რჩება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების სისტემატური გამოყენება პროექტების დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მთავარ და გადაუდებელ ამოცანად ბაზრის ფუნდამენტური რეფორმების დაჩქარება რჩება.
5 გზა, თუ როგორ შეცვლა ხელოვნურმა ინტელექტმა ჯანდაცვის სექტორი ევროპაში 2025 წელს
ჩინეთმა ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო 20 ამერიკულ თავდაცვის კომპანიას სანქციები დაუწესა
ირანში სიკვდილით დასჯის 11-წლიანი რეკორდი დაფიქსირდა
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლებს 38 774 ლარის ფულად ჯილდოს გადასცემენ
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა ღამით 500 დრონი და 40 რაკეტა გაუშვა
კიევში, რუსული დარტყმების შედეგად, უკვე 22 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)