|
2025-12-24 15:40:26, 551 ნახვა
ეკონომიკა
შექმენი პირველი შეთავაზება Ads მენეჯერში - საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ინიციატივით, მომსახურების სფეროში მომუშავე ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, Ads მენეჯერით 10-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზება შექმნან, ხოლო ქულებს, რომელიც მომხმარებელს უნდა ჩაერიცხოს, ბანკი სრულად დაფარავს. კამპანია მოქმედებს 31 იანვრის ჩათვლით და განკუთვნილია:
ბიზნესები, რომლებიც საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით პირველად განათავსებენ შეთავაზებას, მიიღებენ ერთკვირიანი სარეკლამო შეთავაზების სრულ დაფინანსებას საქართველოს ბანკისგან. კამპანიის ფარგლებში, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, ერთჯერადად შექმნან 10-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზება, სადაც თითოეული მომხმარებლისთვის დასაბრუნებელი ქულების მაქსიმალური ოდენობა 4 000 PLUS-ს შეადგენს. შექმნილი შეთავაზების შესახებ ინფორმაციის გავრცელება კი ბიზნესს საქართველოს ბანკის არხებში — მობილბანკში, offers.bog.ge-ზე, sCoolApp-ში, ასევე ბანკის სოციალური მედიის ინსტრუმენტებით შეუძლიათ. კამპანიის ფარგლებში თითოეული ბიზნესისთვის შეთავაზების დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 1000 ლარით განისაზღვრება. Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის უნიკალური ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, თავად შექმნას ქეშბექის, ფასდაკლების ან ქულების დაგროვების შეთავაზებები და წარადგინოს ისინი ბანკის არხებში, რომელთაც 1 800 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. აღნიშნული შეთავაზების გარდა, კამპანიის ფარგლებში, მომსახურების სფეროში მოქმედ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ:
დამატებით, ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომია პრაქტიკული ონლაინ კურსები კონტენტის მენეჯმენტის, ხელოვნური ინტელექტისა და სარესტორნო ბიზნესის მართვის მიმართულებით. შეთავაზების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
კობახიძე დაეთანხმა აშშ-სგან 10 431 459,9 USD-ს ღირებულების საქონლის გრანტის სახით მიღებას
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ფილფანი - შემთხვევით, მათი კორუფციის ბრალი ხომ არაა ის, რომ პროდუქტებზე ფასები ყოველწლიურად იმატებს
ლემონჯავა: მაღალი ფასების მიზეზი ქვეყნის სულელური საგადასახადო პოლიტიკაა
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)