21:54 - 25 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-25 11:55:40, 3260 ნახვა

ეკონომიკა
სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში

საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის ციფრული საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს. ამ მიზნით, ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკს მნიშვნელოვანი ახალი ფუნქციონალები დაემატა.

განახლებები მიზნად ფინანსების მართვის პროცესის კიდევ უფრო გამარტივებას და სამომხმარებლო  გამოცდილების გაუმჯობესებას ისახავს.

ძირითადი სიახლეები ბიზნეს მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

ყოველთვის ახალ ბიზნეს მობილბანკსა და ინტერნეტბანკში სრულად ციფრულად ხელმისაწვდომია უზრუნველყოფილი სხარტი ბიზნეს სესხი. ამჯერად კი ბიზნესს შეუძლია, არსებული უზრუნველყოფის ფარგლებში გაზრდილი ლიმიტით, 500 000 ლარამდე თანხა მოითხოვოს და ციფრულად გაიაროს დამტკიცების და თანხის მიღების პროცესი.

ბიზნეს ინტერნეტბანკი მომხმარებლებს განახლებული დიზაინით და გამარტივებული გამოცდილებით ხვდება. დაემატა მუქი რეჟიმი (Dark Mode), გაუმჯობესდა ნავიგაცია და განახლდა შეთავაზებების გვერდი, რომელიც ახლა უფრო მეტად ინტუიციურია და ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც B2B, ისე ფინანსურ შეთავაზებებს.

ამასთანავე გამარტივდა ვალუტის კონვერტაციის პროცესი. მომხმარებელი ახლა მარტივად ხედავს ბანკის კურსს, ციფრული არხის კურსს და მათ შორის საკუთარ სარგებელს.

გადარიცხვების მიმართულებას ინოვაციური ფუნქციონალი დაემატა. მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს ინვოისი ფოტოს სახით, რომელსაც სისტემა AI-ის მეშვეობით წაიკითხავს და გადარიცხვის ფორმას ავტომატურად შეავსებს ეს ფუნქცია ამცირებს შეცდომების რისკს და მნიშვნელოვნად ზოგავს ბიზნესის დროს.

ყოველთვის ახალი ბიზნეს მობილბანკი და ინტერნეტბანკი - ამ პრინციპით, საქართველოს ბანკის ციფრული არხები ეტაპობრივად ფართოვდება და როგორც დაფინანსებაზე, ისე ფინანსური მართვის ინსტრუმენტებზე წვდომას ბიზნესს ერთ სივრცეში აძლევს.

გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან ისარგებლეთ ინტერნეტბანკით ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ 2 წუთზე ნაკლებ დროში.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სუს-ი ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია
დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი: თბილისმა „მაღალი და არაკონკურენტული“ ტარიფი დაასახელა აზერბაიჯანიდან ტრანზიტისთვის
საფარი ზინოვკინაზე: პენიტენციურიდან პასუხი არ მიგვიღია, არც მოთხოვნები შესრულებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი