|
2025-09-23 21:35:36, 3927 ნახვა
პროტესტის 300 დღე და დაყრუებული რეჟიმი
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ დღეს პროტესტის მე 300-ე დღეა. არასოდეს საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამ არ ყოფილა. დღეს დილიდან საპროტესტო აქციებზე შეფასებები კეთდება, "ქართული ოცნება" კი ჩვეულ რეჟიმში ხალხის ხმას იგნორს უკეთებს. კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, საპატიმროში მყოფი ელენე ხოშტარია რუსთავის ციხიდან წერილს აქვეყნებს და პროტესტის მე -300 დღეზე წერს. ხოშტარიას თქმით, “ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენს ისტორიაში, როდესაც ასეთი შემართებით, დაუღლელად, რუტინულად, პრინციპულად, ყველანაირი რეპრესიების, ჯარიმების, პროვოკაციების მიუხედავად, საზოგადოება ერთიანად იბრძვის.“
ბაჩო ქაჯაია დღეს იმ ადამიანების რიგებს შორის იქნება, ვინც უკვე 300 დღეა ქუჩაში ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად დგას, ახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. მსახიობის და ტელეწამყვანის თქმით, "ოცნების" მოლოდინი არ ასრულდა, ხალხი არ დაიღალა, არც ფარხ-მალი დაყარა და ისევ ისევ შემართებით იბრძვის. მისი ტქმით, სწორედ ასე ერთად და ასე შემართებით უნდა გაგძელდეს ბრძოლა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
პროტესტის 300 დღე იმის მაჩვენებელია, რომ სადაც აქამდე არ გავჩერდებით, არც ამის მერე გავჩერდებით, - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის ძმა საუბრობს. სანდრო ცხადაძე პირდაპირ ამბობს, რომ მათ უკან დასახევი გზა არ დარჩათ და ამიტომ, მოვლენების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, ბრძოლას არ შეწყვეტენ.
დაკავებებისა და განუწყვეტელი რეპრესიების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის ნების გატეხვა ვერ შეძლო, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს. „პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა. დაკავებებისა და განუწყვეტელი რეპრესიების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის ნების გატეხვა ვერ შეძლო. ქართველები იბრძვიან არა მხოლოდ უსამართლობის წინააღმდეგ, არამედ ევროპის, დემოკრატიისა და თავისუფალი მომავლისთვის!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ივანიშვილის პარლამენტში გახარიას პარტიას ხალხის მოწამვლის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი უთხრა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვიტკოფთან და კუშნერთან ტექნიკური პრობლემების გამო ჩაიშალა
გაატარეთ ახალი წელი Rooms Batumi-ში და Rooms Kazbegi-ში - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Visa
25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
|
რედაქტორის რჩევით
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
ომი უკრაინაში
უმეროვი: უკრაინა შეერთებულ შტატებთან პოზიციების სრულად კოორდინირებას ელის, რაც „მშვიდობასთან დაგვაახლოებს“.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდში მდებარე თბოელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)