13:32 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-13 11:16:09, 326 ნახვა

კომენტარი
ქვრივიშვილი - აუცილებლად უნდა აშენდეს მსხვილი ჰესების პროექტი: ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი

ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიები, რომლებსაც ჯარიმებს დათქმით ჩამოაწერენ, მთავრობის დადგენილებით გასაჯაროვდება. 

ქვრივიშვილის თქმით, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის. ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ამის გარდა, აუცილებელია აშენდეს ისეთი მსხვილი პროექტი როგორიცაა:  ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი.

"თითოეული ეს გადაწყვეტილება იქნება ასახული მთავრობის დადგენილებით, რომელიც საჯაროა. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება იმის შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნოს თითოეულ იმ კომპანიას, კომპანიის ისტორიას და მათ შორის, პროექტის შინაარსს, რომელზეც გავრცელდა აღნიშნული პატიება.

აქვე უნდა ითქვას, რომ პატიება ეხება თითოეულ იმ კომპანიას და ზუსტად აქ არის მთავარი გამჭვირვალობის ფაქტორი, რომ აქ არ ხდება შემთხვევითი პრინციპით პატიება ან არ პატიება. [...]

[ის, რომ საქართველო აღარ იყოს ენერგეტიკის იმპორტზე დამოკიდებული] არის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კომპონენტისგან შემდგარი ამოცანა. პირველ რიგში ამოვწურეთ ეს თემა - მიმდინარე პროექტების სტიმულირება იყო ჩვენი მთავარი ამოცანა. ამოცანა იყო ის, რომ სახელმწიფოს მაქსიმალურად შეეზღუდა ყველა შემაფერხებელი ფაქტორი თავის მხრივ, გაეკეთებინა ყველაფერი იმისთვის, რომ როგორც შიდა ისე საერთაშორისო ინვესტორებს ჰქონოდათ სამართლიანი პირობები პროექტების განვითარების

მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა აშენდეს ისეთი მსხვილი ჰესების პროექტი, როგორიც არის მათ შორის, ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისევე როგორც, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის". - თქვა მარიამ ქვრივიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყების ეთერში. 

ქვრივიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას აუხსნან, ენერგეტიკის სექტორის ღირებულება, "თუ რას ნიშნავს ეს ჩვენი მომავლისთვის".

ივანიშვილის მთავრობა კომპანიებს, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში მუშაობენ და ჩართულები არიან განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, ჯამში 1 მილიარდამდე ლარის ჯარიმებს ჩამოაწერს, თუმცა, "კონკრეტული დათქმით". ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 10 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიებს "ნაპატიები ჯარიმები" აღუდგებათ.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისტორიული ძეგლების დაცვის ჯგუფი თეთრ სახლს ტრამპის საბანკეტო დარბაზის გამო უჩივის
უკრაინამ კასპიის ზღვაში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობპლატფორმებზე ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორე დარტყმა განხორციელდა
სარატოვში, „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს, დრონი საცხოვრებელ შენობას შეეჯახა, ორი ადამიანი დაიღუპა.
ბრიტანეთის მეფე აცხადებს, რომ მისი კიბოს მკურნალობა შესაძლოა შეწყდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი