16:40 - 15 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-15 10:45:40, 892 ნახვა

პოლიტიკა
სამინისტრო: ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ნაძვის მოჭრაზე კანონმდებლობა მკაცრდება

ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე.

„წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა, პირველ ჯერზე, 2000 ლარით განისაზღვრება, ხოლო გამეორების შემთხვევაში, დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს, პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე - ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე, ხოლო დიდი ოდენობით წიწვოვანის უკანონო მოპოვების შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. ყოველ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები გატარდება“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე, იმპორტირება.

„კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად მუშა გარდაიცვალა
როგორი ამინდი იქნება 16-18 დეკემბერს – გარემოს სააგენტოს პროგნოზი
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი: პუტინს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, ზეწოლა შენარჩუნდება
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი