02:28 - 23 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-05 11:27:47, 9540 ნახვა

სამართალი
სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირია დაკავებული

 სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ბოლო 48 საათის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 75 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე,  უცხო ქვეყნის მოქალაქეები.  დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა.

როგორც შსს-ში მამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დაკავებულებსი სახლებსიდ ა პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია „კოკაინი", „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „მდმა“, „მეთადონი“, ,,სუბოტექსი", „ბუპრენორფინი“, „პრეგაბალინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა".

ბოლო 48 საათის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 75 პირი, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე,  უცხო ქვეყნის მოქალაქეები.  დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ - აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სისტემატურად ახდენდა, ისინი რეალიზაციისთვის სხვადასხვა გზებსა და მეთოდებს მიმართავდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „კოკაინი", „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „მდმა“, „მეთადონი“, ,,სუბოტექსი", „ბუპრენორფინი“, „პრეგაბალინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა".

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი სახოკიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ლიდერებმა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ დანიასა და გრენლანდიას სოლიდარობა გამოუცხადეს
ნატო მიიჩნევს, რომ რუსეთი Starlink-ის წინააღმდეგ იარაღს ავითარებს
კობახიძე კვლავ ესხმის ევროკავშირს და შიდა საქმეებში ჩარევაში დებს ბრალს
კობახიძე - რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი