21:47 - 19 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 12:38:54, 2258 ნახვა

ეკონომიკა
"ვოლვო ქარ საქართველო" მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს

ელექტრომობილების პოპულარობა საქართველოში სტაბილურად იზრდება. ეკოლოგიური უპირატესობები, საწვავისა და მომსახურების დაბალი ხარჯები მიმზიდველი ფაქტორებია, თუმცა მომხმარებლებს ხშირად აღელვებთ ის ფაქტორი, რომ ელექტრიფიცირებული მოდელების ღირებულება უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე შიგაწვისძრავიანი ავტომობილების.

სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ „ვოლვო ქარ საქართველომ“ გადაწყვიტა, ელექტრომობილების მყიდველებს ხელშეკრულებით ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება შესთავაზოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომფლობელებს წინასწარ ეცოდინებათ, რა ფასად ჩაიბარებს კომპანია ავტომობილს 1, 2 ან 3 წლის შემდეგ, თრეიდ-ინის შემთხვევაში. თანხა წინასწარ ფიქსირდება და პრაქტიკულად გათანაბრებულია შიგაწვისძრავიანი მოდელების ღირებულებასთან.

თორნიკე იკაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი: „ჩვენი შეთავაზება მომხმარებელს შეძენის დღიდანვე აწვდის ინფორმაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებასთან დაკავშირებით. ამ გზით მათ ზუსტად ეცოდინებათ, რომ შეძენილი ელექტრომობილის ღირებულება მნიშვნელოვნად არ შემცირდება და მომდევნო წლებში, „ვოლვოს“ ელექტრო ავტომობილების ჩანაცვლების შემთხვევაში, შიგაწვისძრავიან მოდელებთან გათანაბრებული იქნება.

ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად ზრდის მომხმარებელთა ნდობას ელექტრომობილების მიმართ, ხელს უწყობს ლოიალობის ზრდას და არჩევანს უფრო უსაფრთხო ინვესტიციად აქცევს. რაც, საბოლოო ჯამში, ელექტრომობილის შეძენას მეტად კომფორტულსა და ფინანსურად პროგნოზირებადს ხდის“.

შეთავაზება „ვოლვოს“ ყველა ელექტრულ ავტომობილზე ვრცელდება და მოქმედებს მხოლოდ „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ თრეიდ-ინის განხორციელებისას - როდესაც მომხმარებელს შვედური ბრენდის ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლება სურს.

ელექტრომობილების ინდუსტრია დღეს მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა - მუდმივად მცირდება დატენის დრო, იზრდება ერთი დამუხტვით გავლილი მანძილი, იხვეწება უსაფრთხოებისა და ენერგომოხმარების სისტემები. ბაზარზე ახალი, უფრო თანამედროვე მოდელების გამოჩენა კი ბუნებრივად ამცირებს წინა თაობების საბაზრო ღირებულებას, უფრო მკვეთრად, ვიდრე შიგაწვისძრავიანი ავტომობილების შემთხვევაში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი უკვე შედარებით შენელებულია, ფასი კი იმდენად სწრაფად აღარ მცირდება.

„ვოლვო ქარ საქართველომ“ ამ ტენდენციას ინოვაციური შეთავაზებით უპასუხა, რათა ელექტრომობილების შეძენა კიდევ უფრო მარტივი, მიმზიდველი და ფინანსურად სტაბილური გახდეს. პროგრამა წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება და მიზნად ისახავს მაქსიმალური კომფორტის შექმნას ელექტრომობილების მზარდ ბაზარზე.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება
2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან
მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს პირობითი სასჯელის სახით 1,6 წლით თავისუფლების აღკეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი