03:10 - 23 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-22 15:04:17, 1323 ნახვა

სამართალი
ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, კანონში კვლავ რჩება პრინციპული გამოწვევები - სახალხო დამცველი არასრულწლოვანთა კანონზე

ომბუდსმენი ლევან იოსელიანი კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ კანონს ეხმაურება, რომელიც ივანიშვილის პარლამენტმა 2025 წლის 17 დეკემბერს მიიღო.

"კანონპროექტის ინიციირების დღიდან საქართველოს სახალხო დამცველი, უფლებამოსილების შესაბამისად, აქტიურად იყო ჩართული განხილვის პროცესში. მან სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვისას, დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და რეკომენდაციები. სახალხო დამცველის მიერ კანონპროექტის შეფასების პროცესში შესწავლილ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის, არაერთი ქვეყნის გამოცდილება, მსგავსი დაწესებულებების მქონე სახელმწიფოების მიმართ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ შემუშავებული დასკვნითი შენიშვნები და კომიტეტის მიერ გამოკვეთილი რეკომენდაციები.

საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის კომენტარების საფუძველზე, კანონპროექტში ასახა გარკვეული ცვლილებები, თუმცა ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, კანონში კვლავ რჩება პრინციპული გამოწვევები, მათ შორის, დახურული ტიპის დაწესებულების ინსტიტუციური ხასიათი და მისი უწყებრივი დაქვემდებარების საკითხი.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან და ბავშვიან ოჯახებთან პრევენციული მიდგომების დანერგვასა და გაძლიერებას, ადრეული ინტერვენციების ეფექტიანი მექანიზმების განვითარებასა და ოჯახების მხარდამჭერი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამის ფორმატში განაგრძობს აღნიშნულ საკითხზე აქტიურ მუშაობას, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვისა და მათი ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობის მიზნით." - წერია სახალხო დამცველის გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ინიციატივა იყო ჯანდაცვის სამინისტროსთან დაქვემდებარება, თუმცა მიღებული კანონით იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე, 14 წლამდე არასრულწლოვნები დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ყველანაირი პასუხიმგებლობისგან თავისუფლები იყვენენ. ახალი კანონით, მოზარდები დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, პროკურირის მიმართვის შემდეგ, მულტიდისციპლინარული ჯგუფის დასკვნის და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ცენტრში განათავსონ.

კანონში წერია, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მოთავსება მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ცენტრში მხოლოდ უკიდურეს შემთხვავში გამოსაყენებელი ზომა იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მას დამუტკიცდება ქმედება, რომელიც სისხლის სამართალში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიაშია




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ლიდერებმა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ დანიასა და გრენლანდიას სოლიდარობა გამოუცხადეს
ნატო მიიჩნევს, რომ რუსეთი Starlink-ის წინააღმდეგ იარაღს ავითარებს
კობახიძე კვლავ ესხმის ევროკავშირს და შიდა საქმეებში ჩარევაში დებს ბრალს
კობახიძე - რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი