13:48 - 27 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 18:21:50, 8859 ნახვა

სამართალი
₾4 მლნ-ზე მეტის მითვისებისთვის ძებნილი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს

სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული შპს BP TRANS-ის ყოფილი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, რომელზეც სუს-ს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ ინტერპრესნიუსის ცნობით, საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ახლობელ ბიჭიკო პაიკიძეს პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული. 

18 ნოემბერს საქმეში ბრალდებულმა B.P. TRANS-ის დირექტორმა, ვალერიან კვარაცხელიამ ბრალი აღიარა. ის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს არასრული ტიტულატურით იხსენიებს, წერილში ცხუმ აფხაზეთი ამოღებული აქვს
კიევში, რუსული დარტყმების შედეგად, უკვე 22 ადამიანი დაშავდა
რუსეთის მოხალისეთა კორპუსის დამფუძნებელი დენის კაპუსტინი გარდაიცვალა.
კლიჩკო: კიევში სამი მაღალსართულიანი შენობა იწვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი