|
2025-12-15 11:50:45, 7083 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო მინისტრი: საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს სანდოობა რომ დაუბრუნდეთ, საჭიროა თავისუფალი არჩევნები
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერია. მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს სანდოობა რომ დაუბრუნდეთ, საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. „ამ ვითარებიდან გამოსავალი ის არის, რასაც ჩვენ ერთი წლის წინაც ვაცხადებდით. ჩვენ საქართველოში სანდოობა უნდა დავუბრუნოთ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს. ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ დეგრადირებასა და დემოკრატიის უკუსვლას. ეს იმედგაცრუებას იწვევს. განსაკუთრებით იმ დიდი მოლოდინების ფონზე, რომლებიც ლიეტუველ ხალხს აქვს და ასევე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის მოლოდინები. ჩვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერები ვართ. მე ჯერ კიდევ მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. თუმცა, ის არ შეესაბამება მიმდინარე ვითარებას და იმ ზომებს, რომლებსაც მიმდინარე რეჟიმი მიმართავს პოლიტიკური ოპოზიციისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს სრულიად მიუღებელია. მე ამით იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას. იმედი მაქვს, ქართული რეჟიმი პოზიციას შეიცვლის და სტრატეგიას გადახედავს, სად არის საქართველო“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)