|
2025-09-05 20:08:38, 20085 ნახვა
კულტურა
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
ბაზისბანკის ოფიციალური სპონსორობით, 8-13 სექტემბერს მესტია, სვანეთის V საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს. სვანეთის V საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“, ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც 2021 წელს რეჟისორებმა მარიამ ხაჭვანმა და თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააფუძნეს. სვანეთის კინოფესტივალი მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდა და მესტია წელსაც უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კინოფესტივალის ფარგლებში მესტიას ყოველწლიურად სტუმრობენ საერთაშორისო კინოფესტივალების პროგრამერები, სელექციის წევრები და ცნობილი რეჟისორები, მათ შორის კანის, ბერლინალეს, ვენეციის, თესალონიკის, კარლოვი ვარის და ტალინის კინოფესტივალების პროგრამერები. უკვე მეხუთედ, კინოს სიყვარულით სავსე სივრცე ქართულ და საერთაშორისო კინოინდუსტრიას გააერთიანებს. კინოფესტივალის პროგრამა მოიცავს: Work-in-Progress / პოსტ-პროდუქციის კონკურსს, მასტერკლასებს, თანამედროვე და კლასიკური ფილმების გარე ჩვენებებს და კულტურულ და ტურისტულ გამოცდილებას „კინო მთაში“. სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმების ჩვენება ყოველდღიურად, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ასევე სეტის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. წლევანდელი კინოფესტივალი რეჟისორ ელდარ შენგელიას საპატივცემულოდ, მისი ფილმების - „თეთრი ქარავანის“ და „ცისფერი მთების“ რეტროსპექტივით გაიხსნება და დაიხურება. „ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უჭერს მხარს ქართულ კულტურას. მოხარულები ვართ, რომ წელსაც ვუერთდით სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს — ღონისძიებას, რომელმაც უკვე მიიპყრო მნიშვნელოვანი საერთაშორისო ყურადღება და ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად იქცა ქვეყნის სახელოვნებო ცხოვრებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნებისა და კულტურის განვითარებისთვის ბიზნესის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. სწორედ ასეთი თანამშრომლობებით ვქმნით შესაძლებლობებს ქართულ კულტურაში ინოვაციური იდეების განსახორციელებლად.“ – თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი.
პროკურორი: ამ დროისთვის ლილუაშვილს გამოძიებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია
ევროპა იცავს თავის ციფრულ წესებს მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ტიერი ბრეტონის სანქციებით დაუწესა
სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)