16:12 - 19 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 11:22:13, 2753 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის სამიტმა უკრაინისთვის დახმარების გაწევასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაამტკიცა, უნგრეთის, სლოვაკეთის და ჩეხეთი გამოკლებით

უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გაწევის გადაწყვეტილება სამი ევროპული ქვეყნისთვის არანაირ ფინანსურ ვალდებულებას არ გამოიწვევს.

ეს ნათქვამია ევროპული საბჭოს დასკვნებში.

როგორც ცნობილია, ევროპული საბჭო დათანხმდა უკრაინისთვის 2026-2027 წლებისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემას, რომელიც დაფუძნებული იქნება კაპიტალის ბაზრებზე ევროკავშირის სესხებზე და უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტის რეზერვებით.

დასკვნებში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 212-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი ინსტრუმენტის ფარგლებში გაძლიერებული თანამშრომლობის წყალობით, „ამ სესხის გარანტიის სახით კავშირის ბიუჯეტის რესურსების ნებისმიერი მობილიზება გავლენას არ მოახდენს ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის და სლოვაკეთის ფინანსურ ვალდებულებებზე“.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უპროცენტო საფუძველზე გაცემული ეს სესხი არ დააწვება უკრაინის ბიუჯეტს და ქვეყანას მისი დაფარვა მხოლოდ რეპარაციების მიღების შემდეგ მოეთხოვება.

აღსანიშნავია, რომ 17 დეკემბერს ჩეხეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა, მოუწოდა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახსრების მოძიებისკენ გაყინული რუსული აქტივების გარდა სხვა საშუალებებით.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ალიევს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
პუტინი ზელენსკიზე - ის ხელოვანია, ნიჭიერი. ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, ჩვენ მისი ფილმები გვინახავს
პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინას ყველა მიმართულებით უტევენ, მოწინააღმდეგე კი "უკან იხევს"
თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ტურისტ ქალს ბრმა ტყვია მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი