22:29 - 18 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-18 11:43:55, 385 ნახვა

პოლიტიკა
დასავლელი აკადემიკოსები კობახიძეს მოუწოდებენ, გადაიფიქროს უმაღლესი განათლების რეფორმა

15 დეკემბრით დათარიღებულ წერილში წამყვანი დასავლელი აკადემიკოსები და პროფესორები ირაკლი კობახიძეს მოუწოდებენ, შეაჩეროს და გადაიფიქროს უმაღლესი განათლების რეფორმის გატარება, ვინაიდან კანონში შეტანილი ცვლილებები, მათი თქმით, მხოლოდ გააუარესებს საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პრობლემებს.

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში უკვე დიდი ხანია, პრობლემები არსებობს: "უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებს არასაკმარისი რესურსები აქვთ (2025-ში საქართველოს მთავრობის ხარჯი უმაღლეს განათლებაზე მშპ-ს 0.3% იყო); არ ხდება აკადემიური პერსონალის სათანადოდ ანაზღაურება, რომლებიც 2-3 სამუშაოს ასრულებენ ოჯახების გამოსაკვებად; ფაქტობრივად აღარ არსებობს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კვლევები და სამეცნიერო ლაბორატორიები; და ყოველ წელს უნივერსიტეტ დამთავრებულებს შორის უმუშევრობა უცხოეთში მიგრანტების გადინებას იწვევს." - წერენ აკადემიკოსები.

ხელმომწერების თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმები ამ პრობლემების აღმოფხვრის ნაცვლად, "გაზრდის უმაღლეს საგანმანათლებლო სექტორზე მთავრობის კონტროლს. მენეჯმენტი რექტორების ხელში გადავა და ადმინისტრატორები მთავრობის წინაშე იქნებიან ვალდებულნი. უნივერსიტეტის ავტონომია, და მასთან ერთად, აკადემიურ პროგრამებსა და სასწავლო გეგმებზე აკადემიური კონტროლი სერიოზულად შესუსტდება. უნივერსიტეტთა ბიუჯეტები კიდევ უფრო შემცირდება და განსხვავებული აზრის მქონე აკადემიური პერსონალის მოშორება, რეორგანიზაციის ფარგლებში, უფრო მარტივი გახდება."

"კარგად ფუნქციონირებადი საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც აერთიანებს კრიტიკულ აზროვნებას, თვითმმართველობას, აკადემიურ თავისუფლებას, კარგად დაფინანსებულ კვლევით შესაძლებლობებსა და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოს მზარდი ეროვნული ეკონომიკისთვის. უნივერსიტეტების გარეშე, სადაც ინფორმაციის გაზიარება და კვლევები თავისუფლად ხდება, საქართველოს ეკონომიკა ვერ აყვავდება." - ვკითხულობთ წერილში.

წერილის ავტორების მიხედვით, რეფორმები "არა მხოლოდ გაანულებს საქართველოს დემოკრატიული პროგრესს, არამედ შეზღუდავს მოქალაქეების პერსპექტივებსაც".

საერთაშორისო აკადემიკოსები მსოფლიო უნივერსიტეტებიდან ასევე შეშფოთებას გამოხატავენ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან გადადგმული სხვა ნაბიჯების მიმართაც, რასაც "თავიანთი უფლებების მშვიდობიანად დაცვის გამო აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების დაპატიმრება მოჰყვა".

წერილით აკადემიკოსები ივანიშვილის მთავრობას მოუწოდებენ, გადაიფიქროს ეს "საგანმანათლებლოდ დამაზიანებელი" წინადადება და დიალოგში საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ყველა მხარე ჩართოს, "რათა შეიქმნას გულწრფელი რეფორმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისა და მათი შვილების ცხოვრებას გააუმჯობესებს."

წერილს 65 აკადემიკოსი აწერს ხელს, მათ შორის, ამერიკელი ისტორიკოსი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი რონალდ გრიგორ სუნი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სტივენ ჯონსი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი როი ალისონი და დედოფალ მერის უნივერსიტეტის პროფესორი დონალდ რეიფილდი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისრაელის წინააღმდეგ ქმედებებისთვის აშშ-მა ICC-ის მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე დაასანქცირა
სომხეთ-აზერბაიჯანმა შესაძლოა ტრანზიტისთვის საქართველოს ალტერნატივა იპოვონ
რობერტ ფიცოს თვითმფრინავს ბრიუსელის აეროპორტში ავტომობილი შეეჯახა
აიხდინე საახალწლო სურვილები - მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი