|
2025-06-09 09:20:49, 14951 ნახვა
High - Tech
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ Renault-ს უკრაინაში დრონების წარმოების დაწყება შესთავაზა
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ Renault-ს დრონების დამზადების საკითხზე დაუკავშირდა, განაცხადა ავტომწარმოებელმა კვირას, მას შემდეგ, რაც სამინისტრომ გასულ კვირას წამოაყენა იდეა, რომ ფრანგულ კომპანიებს შეეძლოთ უკრაინაში წარმოებაში დახმარება. „თავდაცვის სამინისტრომ დაგვიკავშირდა დრონების წარმოების შესაძლებლობის შესახებ. მოლაპარაკებები გაიმართა, მაგრამ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან სამინისტროსგან ამ პროექტის შესახებ დამატებით დეტალებს ველოდებით“, - განაცხადა Renault-მ Reuters-ისთვის მიცემულ განცხადებაში. კვირას, უფრო ადრე, ფრანგულმა საინფორმაციო საიტმა Franceinfo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფრანგული ავტომწარმოებელი უკრაინაში თვითმართვადი მანქანების წარმოებას გეგმავს. ანგარიშის შესახებ „როიტერის“ კითხვის საპასუხოდ, სამინისტრომ განაცხადა, რომ კვლევაში მონაწილეობის მიღება-არმიღების გადაწყვეტილება ავტომწარმოებლის გადასაწყვეტია, თუმცა მისი ვინაობის დასახელების გარეშე. ასევე, კომპანიების დასახელების გარეშე, თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ პარასკევს ფრანგულ საინფორმაციო არხ LCI-ს განუცხადა, რომ საფრანგეთი შექმნის პარტნიორობას მსხვილ ფრანგულ ავტომწარმოებელსა და მცირე თავდაცვის ფირმას შორის, რათა უკრაინაში შეიქმნას წარმოების ხაზები დრონების ასაწყობად.
ფეხით მიმავალ დედა-შვილს მანქანა დაეჯახა, ქალი გარდაიცვალა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის 600 მილიონი ფუნტის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის დეტალები გაამხილა
Bloomberg: ერდოღანმა პუტინს აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად S-400 რაკეტების უკან წაღება სთხოვა
ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე ვადაზე ადრე მართვის უფლების აღდგენა ე.წ შეწყალება გაუქდება
|
რედაქტორის რჩევით
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
ომი უკრაინაში
კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს დრონებმა საცხოვრებელი შენობები დააზიანა, ორი ადამიანი დაშავდა
ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ჯარების განლაგების გეგმა მოამზადეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)