|
2025-10-31 13:14:05, 10952 ნახვა
სპორტი
ოცნება სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებებისთვის სპორტსმენებს ფულად ჯილდოს გადასცემს
ივანიშვილის მთავრობის განკარგულებით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებებისთვის სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ. "ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრ ვახტანგ ლოლუას, ჭიდაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის 85 000 ლარი გადაეცემა. გარდა ამისა, სპორტსმენი დამატებითი ფულადი პრიზის სახით 65 000 ლარს მიიღებს. 2025 წლის მსოფლიო თამაშებზე ძალისმიერი სამჭიდის შეჯიბრებაში პირველი ადგილის დაკავებისთვის, ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრი თემურ სამხარაძე ფულად პრიზს 40 000 ლარს მიიღებს. პარაძიუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, გუნდის მიერ პირველი ადგილის დაკავებისთვის, ფულად პრიზს 102 000 ლარს და დამატებით ფულად პრიზს 98 000 ლარს მიიღებენ. კალათბურთში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გუნდის წარმატებული ასპარეზობისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, მწვრთნელები, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალი ფულად პრიზს 595 000 ლარს და დამატებით ფულად პრიზს 2 405 000 ლარს მიიღებენ. ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრები, გუნდის მიერ ფუტსალში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისთვის, ფულად პრიზს 500 000 ლარს მიიღებს". - წერს ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაცია. განკარგულებას ხელი ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად
ზელენსკი: აშშ-მ უკრაინასთან და რუსეთთან ერთობლივი მოლაპარაკებების ფორმატი შემოგვთავაზა
მამაკაცი 14 წლის არასრულწლოვანთან სექსუალური შინაარსის ვიდეოებს შანტაჟის გზით იღებდა, მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა
გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა.
უკრინამ კასპიის ზღვაში სამხედრო საპატრულო გემი დააზიანეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)