|
2025-11-27 14:34:20, 6113 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილის დეპუტატი წილოსანი - ხვალ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები
ხვალ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები. სასოწარკვეთილი იმით, რომ ვერ მიაღწიეს მიზანს, ეს ქვეყანა დირექტიული მმართველობისთვის გადაეცათ და ჩაებარებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. წილოსანის თქმით, ერთი წლის თავზე კიდევ შეიკრიბებიან მოტყუებული თუ ძალით ამ პროცესში ჩართული ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ არ უნდათ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. „28 ნოემბრიდან ერთი წელი სრულდება, როდესაც სულ ტყუილად აყვირეს და აჩხუბეს ხალხი რუსთაველის გამზირზე, რადგან ირაკლი კობახიძის განცხადება თითქოს გულისხმობდა მოლაპარაკებების შეჩერების პროცესს. რეალურად კი, მათივე, მათ შორის ევროკავშირის ელჩის წერილშიც კი ვკითხულობთ, რომ ეს პროცესი ხუთი თვით ადრე ჰქონდათ მათ შეჩერებული. ამიტომ ამაზე დიდი აფერა არ არსებობს, რაც მათი მხრიდან შეჩერებული პროცესის ირაკლი კობახიძისთვის გადაბრალებაა. შესაბამისად, ერთი წლის თავზე კიდევ შეიკრიბებიან ის მოტყუებული თუ ძალით ამ პროცესში ჩართული ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთხელ იტყვიან, ძალიან გთხოვთ, მოგვეცით დავალებები, დირექტივები, არ გვინდა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
|
რედაქტორის რჩევით
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციისგან მოისმინა ინფორმაცია შეერთებულ შტატებში მათი შეხვედრების შესახებ
რუსული თავდასხმა კიევზე: დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)