22:02 - 24 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-24 14:00:19, 2556 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - ხასაია არის დაჭერილი იმისთვის, რომ აღიზიანებდა პოლიციელებს

"გელა [ხასაია] არის დაჭერილი იმისთვის, რომ აღიზიანებდა პოლიციელებს...ხასიათი აქვს ეგეთი, რომ უსამართლობას ვერ იტანს და ყოველ ჯერზე, როცა ხედავდა, რომ პოლიციელი ვიღაცას ჩაგრავს, ესარჩლებოდა. - თქვა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

"გელა [ხასაია] არის დაჭერილი იმისთვის, რომ აღიზიანებდა პოლიციელებს...ხასიათი აქვს ეგეთი, რომ უსამართლობას ვერ იტანს და ყოველ ჯერზე, როცა ხედავდა, რომ პოლიციელი ვიღაცას ჩაგრავს, ესარჩლებოდა. ეგ იყო და ეგ. და მაგის გამო რამდენჯერმე გააფრთხილეს კიდევაც რომ დადგება დღე, როცა სისხლით დაგიჭერთო და უბრალოდ დაუდგეს ეს რაღაცა სცენა. ვის სჯერა, რომ 50 კილოგრამის წონის გელა ხასაიამ ვიღაც კაცს მოსტეხა მაჯა. სრული სისულელე ხო? მაგრამ ჰყავთ ვიღაცები მოყვანილი მოწმეები, რომლებმაბრალიც აღიარეს, ისინი გამოდიან გარეთ და გელას ადებენ ხელს, რომ ვითომ გელამ ჩვენთან ერთად იჩხუბა და ჩვენთან ერთად სცემა ეს კაციო. დღესაც მოყვანილი ჰყავდათ გამომძიებელი, რომელიც რას ლაპარაკობდა თვითონ არ იცოდა. ჩვენებას იძლეოდა ოღონდ გონზე არ იყო რას ლაპარაკობდა. თან აღარც ვარ პოლიციაში, საქართველოს ბანკში გადავედიო და საქართველოს ბანკის ეიჩარი რას ფიქრობს არ ვიცი, ესეთი კაცი რომ ჰყავს სამსახურში აყვანილი" | თქვა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

 დღეს გელა ხასაიას პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ხასაიასთან ერთდ დაკავებულია ვასილ ქერდიყოშვილი.

 პროკურატურა ხასაიას ედავება, რომ მან 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს. ხასაია და ქერდიყოშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა
„ჰილს კონსტრაქშენი“ ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის“ პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
კობახიძე დაეთანხმა აშშ-სგან 10 431 459,9 USD-ს ღირებულების საქონლის გრანტის სახით მიღებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი