|
2025-12-22 13:25:16, 5050 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის AI-ის შესახებ ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის ინფორმაციისა და პრაქტიკული რესურსების გაზიარებას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 24 დეკემბერს გაიმართება პრაქტიკული ვორქშოპი თემაზე - AI-ის გამოყენება ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის. ვორქშოპს გაუძღვება ნათია ქუხილავა, Helio.AI-ის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი. შეხვედრაზე მონაწილეები გაიგებენ, თუ როგორ შეიძლება AI-ის დახმარებით ყოველდღიური სამუშაო პროცესების გამარტივება, დროისა და რესურსების ოპტიმიზაცია და კონკრეტული ბიზნეს ამოცანების ავტომატიზაცია. შეხვედრა ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში — სპიკერი დამსწრეებთან ერთად ავტომატიზაციის workflow-ს ადგილზე ააწყობს. ამასთანავე, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან შეკითხვები და განიხილონ საკუთარი ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები. ღონისძიება 24 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B ფილიალიში, ალ. ყაზბეგის ქ. №15-ში გაიმართება. საქართველოს ბანკი ბიზნეს 360˚ პლატფორმის ფარგლებში საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. პლატფორმის მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წვდომა აქვს ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ ინფორმაციაზე - ბიზნესკურსების, რეგულარული ვორკშოპების, კვლევითი რესურსების და სხვა პროექტების გზით.
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე გააძევა
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ოცნებისგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ, შეთანხმებას ელის
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჯაშუშობის ბრალდებით თამარ მეარაყიშვილი დააკავეს
გენერლებმა პუტინი დაარწმუნეს, რომ ომს მალე მოიგებს - Financial Times
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
უკრაინულმა დრონებმა წელს მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს პოლიეთილენის მწარმოებელს.
რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა სუმის ოლქის სასაზღვრო სოფლის 50 მცხოვრები გაიტაცეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)