|
2020-11-21 16:37:32, 38587 ნახვა
ირაკლი ღარიბაშვილი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი ხმის მისაცემად ვაკის მაჟორიტარული ოლქის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. როგორც უწყების ხელმძღვანელმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. “საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და სტაბილურობას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მეორე ტური მშვიდ პროცესებში მიმდინარეობს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არ მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მინისტრის თქმით, დღეს პოლიტიკოსებს მიეცათ შესაძლებლობა რეალურად დაამტკიცონ, სახელმწიფოებრივად მოიქცევიან თუ არა.
|
რედაქტორის რჩევით
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციისგან მოისმინა ინფორმაცია შეერთებულ შტატებში მათი შეხვედრების შესახებ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)