|
2025-12-17 11:20:07, 5243 ნახვა
პოლიტიკა
შესაძლოა, ევროკავშირმა 2026 წელს საქართველოს ფინანსური დახმარება აღარ გაუწიოს
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერება შესაძლოა 2026 წლამდე გაგრძელდეს. 2025 წელს ფინანსური დახმარება არ გაუწევიათ, ამის შესახებ ევროკომისიამ „იზვესტიას“ განუცხადა . „ეს არ ნიშნავს ევროკავშირის დაფინანსების სრულ შეჩერებას, მაგრამ მომავალ წელს სახელმწიფო დონეზე მნიშვნელოვანი დაფინანსება ნაკლებად სავარაუდოა, თუ არ მოხდება მკაფიო პოლიტიკური ცვლილებები“, - განაცხადა ზდეჩოვსკიმ, ევროპარლამენტის წევრმა ევროპის სახალხო პარტიიდან. მისი თქმით, 120 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური დახმარების დაკარგვა გამოწვეულია „სერიოზული შეშფოთებით“ „დემოკრატიული პრინციპების უკუგდებისა და კანონის უზენაესობის დარღვევის“ შესახებ. მან ასევე დასძინა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანდეს: „მიმდინარე პოლიტიკური ტრაექტორია, ძირითადი რეფორმების არარსებობა და გადაუჭრელი ტერიტორიული კონფლიქტები ასეთ სცენარს არარეალურს ხდის. კანდიდატის სტატუსი გაწევრიანების გარანტიას არ იძლევა და ეს პროცესი, როგორც წესი, მრავალი წელი გრძელდება“.
|
რედაქტორის რჩევით
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციისგან მოისმინა ინფორმაცია შეერთებულ შტატებში მათი შეხვედრების შესახებ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)