14:44 - 23 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-23 12:18:43, 858 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 2 193 388 700 ლარს შეადგენს

თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 2 193 388 700 ლარს შეადგენს, რაც გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 219 823 300 ლარითაა გაზრდილი.

ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

„თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 219 823 300 ლარით მეტია, ხოლო 2026 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან შედარებით გაზრდილია 110 906 500 ლარით. მათ შორის: საკუთარი შემოსულობების პროგნოზი შეადგენს 1 533 357 600 ლარს (მათ შორის გადასახადები - 1 022 413 600 ლარი, სანქციები (ჯარიმები და საურავები) – 132 000 000 ლარი, დასუფთავების მოსაკრებელი - 112 000 000 ლარი, პროცენტები - 23 000 000 ლარი, მშენებლობის მოსაკრებელი - 24 000 000 ლარი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 50 000 000 ლარი, შემოსავლები კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების ხელშეწყობისთვის – 80 000 000 ლარი, არაფინანსური აქტივების კლება (ქონების გაყიდვა) - 70 000 000 ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი შეადგენს - 630 000 000 ლარს, სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ) – 25 480 000 ლარი, ხოლო მიზნობრივი ტრანსფერი (დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად) – 4 551 100 ლარი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.  

ამასთან, ვიცე-მერის ინფორმაციით, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით ასიგნებები მიიმართება შემდეგ პრიორიტეტებზე: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და განვითარება - 696 339 700 ლარი; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება - 305 931 300 ლარი; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 314 760 600 ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 62 491 300 ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 185 152 300 ლარი; განათლება - 303 331 600 ლარი; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 50 558 800 ლარი; ეკონომიკის განვითარების  ხელშეწყობა - 3 079 500 ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 13 196 700 ლარი, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 258 546 900 ლარი.

„გარდა ამისა, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დონორების დაფინანსება შეადგენს 168 მლნ ლარს (მათ შორის სესხის დღგ - 25,5 მლნ ლარი). მათ შორის: საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა - 13 780 000 ლარი; მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) – 12 000 000 ლარი; თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (მეტროს სადგურები) (EBRD) – 2 200 000 ათასი ლარი; თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროგრამა (მოძრავი შემადგენლობის  განახლება)  (AIIB) - 100 000 000 ათასი ლარი; თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი - 10 000 000 ლარი; თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II) (EBRD) - 30 000 000 ლარი“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასიამოვნოა, რომ შებამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს
რუსული თავდასხმა კიევზე: დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა, 5 ადამიანი დაშავდა
კახა კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ
პაპუაშვილი - თენგიზ ჩანტლაძე რომ იმუქრება, ბევრჯერ დაგაპატიმრებთო, ბრიუსელიც ასეა, თითქოს არ გვყოფნის ერთხელ ნათქვამი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი