01:46 - 01 Jan, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-30 09:32:28, 24105 ნახვა

სამხედრო
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ საქართველოში რუსეთის საკომუნიკაციო ტერმინალი აღმოაჩინეს

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (ГУР) რუსეთის შეიარაღებული ძალების საკომუნიკაციო ტერმინალები გამოავლინა. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საკომუნიკაციო ტერმინალებიდან ერთ-ერთის მდებარეობად საქართველოს ტერიტორიაა მონიშნული.

 „ეროვნული სამხედრო დაზვერვა დიდ ყურადღებას აქცევს მტრის სამეთაურო პუნქტების გადაადგილების მიმართულებების გამოვლენისა და თვალთვალის საკითხებს, ცდილობს მათგან მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვებას, ხოლო ხელსაყრელ პირობებში – მტრის ხელმძღვანელობის განადგურებას.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР МО) ქვედანაყოფებმა, ტექნიკური დაზვერვის საშუალებების ოპერატიულ მეთოდებთან ერთად გამოყენებით, გამოავლინეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური დაცული საკომუნიკაციო ტერმინალების ქსელები უკრაინასთან ფრონტის ხაზის გასწვრივ და აფრიკის კონტინენტზე.

მითითებული ტერმინალებიდან მოპოვებული ინფორმაციის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, რუსი ოკუპანტების გეგმების შესახებ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი გეოლოკაციის გასაჯაროებისა და განადგურების შესახებ.

სანამ რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გაგრძელდება, მტერს არ ექნება უსაფრთხო ადგილი მსოფლიოს არცერთ კუთხეში“ — წერია ოფიციალურ განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისინი ვინც სამყაროს 2025 წელს დააკლდა
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი