12:17 - 31 Dec, 2025
|
2025-07-22 11:13:57, 28470 ნახვა
რეგიონი
სტიქია იყო ლენტეხში
სტიქია იყო ლენტეხში – ძლიერი წვიმის შედეგად, ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე, მდინარის ადიდების გამო, დროებით შეიზღუდა მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. ჩარჩენილი ტურისტები გუშინვე გამოიყვანეს სტიქიის ზონიდან. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. სამუშაოები დილიდან განახლდა. “წვიმის შედეგად, რამდენიმე მონაკვეთზე გზა ჩაიკეტა. ამ ეტაპზე, მოსახლეობაში რაიმე საფრთხის შემცველი ან ევაკუაციის საშიშროება არ არსებობს, ტურისტები იყვნენ ჩარჩენილი და უკვე გამოყვანილი არიან სამშვიდობოს. საგზაო დეპარტამენტი ჩართულია თავიდან ბოლომდე ამ საკითხში“, – აცხადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)