|
2025-12-25 14:56:03, 6817 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - არ შეიძლება, ქვეყანაში ბოგინობდეს ისეთი ბიზნესი
ივანიშვილის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ფასების თემა პრიორიტეტულია და ფაქტია, რომ სწრაფად არის მისაღები შესაბამისი გადაწყვეტილებები. ვოლსკის თქმით, ბიზნესის კუთხით არავითარ რეპრესიებზე არ შეიძლება იყოს საუბარი და გადაწყვეტილებები მხოლოდ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული. „ბოლო პერიოდის კვლევები ყველა მიმართულებით აჩვენებს, რომ ფასების თემამ პირველ ხაზში გადმოიწია. რასაკვირველია, ამ საკითხს სიღრმისეული კვლევა სჭირდება, მაგრამ ფაქტია, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული და რაც შეიძლება სწრაფად. არ შეიძლება, ქვეყანაში ბოგინობდეს ისეთი ბიზნესი, რომელიც საზოგადოების ისედაც შეჭირვებული ჯიბით სარგებლობს და ამით მდიდრდებოდეს. რასაკვირველია, არსებობს ევროპული და ამერიკული გამოცდილება და ამ თემას, ამ კვლევას მეცნიერული კვლევა დავარქვათ. ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ჩვენ ვიცით, რას ჰქვია რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო. არავითარ რეპრესიაზე ლაპარაკი არ არის. მკაცრი ზომები თუ გახდა მისაღები, რასაკვირველია, ესეც საზოგადოების ინტერესებიდან იქნება გაკეთებული, თუმცა მე ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით მაინც მოლაპარაკება არის პრიორიტეტი, უპირველესი ამოცანა. რატომ გახდა ისტერიკის მიზეზი, ეს უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანდნენ „რევოლუციურ კომიტეტში“. რასაკვირველია, არანაირი პოზიტივი – ევროპული კვლევები, მსოფლიო ბანკის კვლევები – მათთვის არ არის მისაღები, არც გასათვალისწინებელი და პირიქით, გაღიზიანების იმ ხარისხს იწვევს, რომელიც მეტყველებს ერთ რამეზე – საქმე გვაქვს არა ოპონენტებთან, არა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებთან, არამედ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფთან. ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)