2025-12-30 15:51:28, 718 ნახვა
პოლიტიკა
ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე კობა გაბუნიას პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, შესაბამისად, ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაბუნიას ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა.
ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 ოქტომბერს დააკავა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,