14:57 - 28 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-27 11:14:12, 1655 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: ზელენსკის არაფერი ექნება, სანამ მე არ დავამტკიცებ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას ვოლოდიმირ ზელენსკისთან პროდუქტიული შეხვედრის იმედი გამოთქვა, თუმცა სკეპტიციზმი გამოხატა „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ მის მიერ ადრე გამოცხადებულ წინადადებებთან დაკავშირებით.

ეს მან Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ვარაუდობენ, რომ ზელენსკი კვირას ფლორიდაში ტრამპს შეხვდება და თან წაიღებს ახალ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას. ორი ლიდერი ასევე განიხილავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებს.

თუმცა, Politico-სთან ინტერვიუში ტრამპმა გულგრილობა გამოხატა ზელენსკის უახლესი წინადადების მიმართ და არ ჩქარობს უკრაინის პრეზიდენტის წინადადების მხარდაჭერას.

„მას არაფერი აქვს, სანამ მე არ დავამტკიცებ. ასე რომ, ვნახოთ, რა ექნება“, - თქვა მან.

ამავდროულად, ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ შეძლებს პროდუქტიული შეხვედრის გამართვას.

„ვფიქრობ, მასთან (ზელენსკისთან - რედ.) ყველაფერი კარგად წავა. ვფიქრობ, პუტინთან ყველაფერი კარგად წავა“, - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ იმედოვნებს, რომ რუსეთის ლიდერთან „რაც შეიძლება მალე, რამდენჯერაც მინდა“ ისაუბრებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ დაადასტურა, რომ კვირას, 28 დეკემბერს, ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 გზა, თუ როგორ შეცვლა ხელოვნურმა ინტელექტმა ჯანდაცვის სექტორი ევროპაში 2025 წელს
ჩინეთმა ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო 20 ამერიკულ თავდაცვის კომპანიას სანქციები დაუწესა
ირანში სიკვდილით დასჯის 11-წლიანი რეკორდი დაფიქსირდა
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლებს 38 774 ლარის ფულად ჯილდოს გადასცემენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი