|
2025-12-26 11:11:23, 6869 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინა დათანხმდა ტრამპთან უახლოეს მომავალში შეხვედრას
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში შეხვდება თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, მას ამერიკულ მხარესთან ბოლო კონტაქტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „ჩვენ არც ერთ დღეს არ ვკარგავთ. ჩვენ შევთანხმდით პრეზიდენტ ტრამპთან უახლოეს მომავალში მაღალი დონის შეხვედრაზე. ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება ახალ წლამდე“, - დასძინა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა პირველად გაამხილა შეერთებულ შტატებთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ ეთანხმება ნატოში წევრობაზე უარის თქმის მოთხოვნას, რომელიც ტრამპის გუნდის თავდაპირველი 28-პუნქტიანი გეგმის ნაწილი იყო. მოსკოვმა მიანიშნა, რომ რუსეთი მოითხოვს მნიშვნელოვან ცვლილებებს უკრაინისა და შეერთებული შტატების მიერ შეთანხმებულ „სამშვიდობო გეგმის“ პროექტში. 25 დეკემბერს ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის საპრეზიდენტო გუნდის წევრებთან, სტივ ვიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, რის შემდეგაც მან „ხანგრძლივი მშვიდობისთვის კარგი იდეები“ გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)