03:26 - 28 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-27 00:22:51, 1479 ნახვა

ვერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი - პროექტის მხარდამჭერია BOG

საქართველოში ყველაზე მასშტაბური, ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადისც გამარჯვებულები 28 დეკემბერს დაჯილდოვდებიან. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

წელს ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადაზე 15 000-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა, ტესტი კი II, III, IV, V და VI კლასის 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ წერა.

დაჯილდოების ცერემონია 28 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) გაიმართება, სადაც ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის სამტურიანი და ოქროს ტურის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

ოლიმპიადის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს, გამარჯვებულებს კი გადაეცემათ
სპეციალური პრიზი საქართველოს ბანკისგან.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში ყოველკვირეული საპროტესტო მარში გაიმართა - ვიდეო
სუს-მა ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დაკავშირებით ოთხი პირი დააკავა, ჯამში 11 ადამიანი კი პასუხისგებაში მიეცა
სუს: ახალაიას განცხადება ცალსახა ტყუილია, ამორალურია ამბავი ბავშვის ობლად დატოვებაზე
ახალაია: სუს-ში ცოლის დაჭერით მემუქრებოდნენ, თუ მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი