|
2025-12-04 14:27:04, 20336 ნახვა
სხვადასხვა
ევროპულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა უკრაინაში დაბრუნების გეგმების შემუშავება დაიწყეს
უკრაინის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის ომის დაწყებიდანვე დაკეტილია, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, ევროპულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა - Ryanair-მა, Wizz Air-მა და EasyJet-მა - ოპერაციების განახლებისთვის მზადება დაიწყეს. Ryanair-მა განაცხადა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმებიდან ორი კვირის განმავლობაში ფრენების განახლებას შეძლებს. Financial Times-ის ცნობით, Wizz Air-ი უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან ორი წლის განმავლობაში 15 თვითმფრინავის განთავსებას გეგმავს, რაც შვიდ წელიწადში 50-მდე გაზრდის. „ჩვენ ეს დავგეგმეთ და როგორც კი საჰაერო სივრცე გაიხსნება, ძალიან სწრაფად განვაახლებთ ოპერაციებს“, - განუცხადა გაზეთს იოჟეფ ვარადიმ, Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ომამდე უკრაინაში ყველაზე დიდი უცხოური ავიაკომპანია იყო და მგზავრთა საერთო ნაკადის მხრივ მესამე უდიდესი. „[ქვეყნის] გახსნა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მოგვცემს“. ავიაკომპანიები მოთხოვნის რამდენიმე ძირითად წყაროს ვარაუდობენ. ესენია: უკრაინელების დაბრუნება, რომლებიც სხვა ქვეყნებში წავიდნენ, აღდგენითი სამუშაოების შემსრულებლების ჩამოსვლა და ე.წ. „კატასტროფების ტურიზმს“, როდესაც მოგზაურები ადამიანის საქმიანობით ან ბუნების მიერ გამოწვეული კატასტროფებით დაზარალებულ ტერიტორიებს სტუმრობენ. „როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა, მილიონობით ადამიანი წავიდა მის სანახავად“, - თქვა ვარადიმ. COVID-19 პანდემიამდე, 2019 წელს უკრაინას 15 მილიონი ავიამგზავრი ეწვია. აქედან დაახლოებით 1.5 მილიონი Ryanair-მა გადაიყვანა. ავიაკომპანიის ტოპ მენეჯერებმა ახლა უკრაინის ძირითადი აეროპორტები მოინახულეს და რეგულარული რეისების აღდგენის შემდეგ წლიური მგზავრთა ნაკადის 4 მილიონ მგზავრამდე გაზრდას გეგმავენ. აღმასრულებელმა დირექტორმა ედი უილსონმა განაცხადა: ჩვენ ორ კვირაში დავიწყებთ ფრენების ბილეთების გაყიდვას; ერთადერთი კითხვა ის არის, თუ როდის იქნება ფრენა უსაფრთხო. EasyJet ომამდე უკრაინაში რეისებს არ ახორციელებდა, მაგრამ ახლა მარშრუტების ხელახლა გახსნის შესაძლებლობას იკვლევს. როგორც აღმასრულებელმა დირექტორმა კენტონ ჯარვისმა FT-ს განუცხადა, უკრაინა „ევროპის უდიდესი სამშენებლო პროექტი“ იქნება და ხალხს „მოუწევს სახლში დაბრუნება, როდესაც ამის გაკეთება უსაფრთხო იქნება“.
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი - „პროდუქტის განვითარება“ დაემატა
შსს: ოთარ ფარცხალაძე ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ხელმძღვანელობდა, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა
უკრაინამ ადიღეის სამხედრო აეროდრომს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორედ დაარტყა
შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
DeepState: რუსებმა ჰულიაიპოლთან ახლოს ტყვედ აყვანილი სამი უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს
ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინაში რეფერენდუმის დროს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)