23:22 - 29 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-29 15:00:14, 2135 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკის თქმით, უკრაინას აშშ-სგან გაცილებით ხანგრძლივი უსაფრთხოების გარანტიები უნდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები გაცილებით ხანგრძლივი დროით - 30-40-50 წლით სურს, ამჟამინდელი სამშვიდობო გეგმის პროექტი კი - 15-წლიან გარანტიებს ითვალისწინებს.

უკრაინული მედია წერს, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ მედიების შეკითხვებს უპასუხა, რა დროსაც თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დამტკიცდა, რომ უკრაინას აშშ-სგან ექნება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები.

"მართლაც, ეს სამუდამო არ არის. დოკუმენტები ითვალისწინებს 15 წლიან ვადას, ამ უსაფრთხოების გარანტიების გახანგრძლივების შესაძლებლობით. ეს საკითხი პრეზიდენტთანაც დავაყენე. ვუთხარი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ომში ვართ და ეს თითქმის 15 წელია მიმდინარეობს. ამიტომ, ძალიან მინდა, რომ გარანტიები უფრო ხანგრძლივი იყოს", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მის განცხადებაზე, რომ სურს, განიხილოს 30-40-50 წლიანი უსაფრთხოების შესაძლებლობა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამაზე დაფიქრდება.

"მე მას [დონალდ ტრამპმს] ვუთხარი, რომ ძალიან გვსურს განვიხილოთ 30-40-50 წლის შესაძლებლობა და მაშინ ეს იქნება პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამაზე დაფიქრდება", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

29 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში თითქმის 3-საათიანი მოლაპარაკებები გაიმართა. 

შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებები "შესანიშნავად" შეაფასა და განაცხადა, რომ მხარეები ომის დასრულების შესახებ შეთანხმებასთან მნიშვნელოვნად დაახლოვდნენ.

უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება ამ მიმართულებით თითქმის დასრულებულია, თუმცა ეკონომიკურ საკითხებსა და დონბასში შესაძლო თავისუფალი სავაჭრო ზონის თაობაზე შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის "უმნიშვნელოვანესი ეტაპია" და აღნიშნა, რომ უკრაინული და ევროპული გუნდები მუშაობას გააგრძელებენ. მისი თქმით, დამატებითი შეხვედრები უახლოეს კვირებში გაიმართება, ხოლო იანვარში პროცესში ვაშინგტონიც ჩაერთვება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს შესჩივლა, რომ ზელენსკი მის რეზიდენციას თავს დაესხა
ზელენსკი - ერთობლივად შევებრძოლოთ რუსეთის მცდელობებს, ჩაშალოს დიპლომატიური პროცესები
რა უნდა იცოდეთ საქართველოს ბანკის AmEx ბარათზე - გაეცანით რჩევებს თუ როგორ მიიღოთ მეტი სარგებელი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ათენიდან Wizz Air-ის ჩარტერული რეისი შესრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი