12:30 - 29 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-15 00:45:08, 27330 ნახვა

Lifestyle
Tinder Swindler-ის გმირმა საიმონ ლევიევმა ორთვიანი პატიმრობის შემდეგ ქუთაისის ციხე დატოვა

Netfix-ის დოკუმენტური სერიალის, Tinder Swindler-ის გმირმა და ცნობილმა თაღლითმა, საიმონ ლევიევმა ორთვიანი პატიმრობის შემდეგ ქუთაისის საპატიმრო დატოვა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

როგორც რადიოს ლევიევის ადვოკტი მარიამ კუბლაშვილი ატყობინებს, მისი დაცვისქვეშ მყოფმა ქუთაისის პენიტენციური დაწესებულება ისე დატოვა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული "საქმე სრულად შეწყდა" და ყველანაირი პირობის გარეშე გათავისუფლდა. ადვოკატის ცნობით, გერმანულმა მხარემ უკან წაიღო მისი დაპატიმრებისა და ექსტრადიციის მოთხოვნა.

საიმონ ლევიევის წინააღმდეგ გერმანიაში საქმე აღძრული იყო ბერლინში მცხოვრები ქალის ჩვენების საფუძველზე. ქალი ამბობდა, რომ ლევიევი "ტინდერზე" გაიცნო, რის შემდეგაც მისგან მანიპულაციის და ემოციური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ქალის მტკიცებით, ლევიევმა მას 50 000 ევრომდე თანხა გამოსძალა. ექსტრადიციისა და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, საიმონ ლევიევს თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთა ემუქრებოდა. 

ბათუმის აეროპორტში Tinder Swindler-ის გმირი საიმონ ლევიევი 15 სექტემბერს დააკავეს.

ლევიევი 35 წლის ისრაელელი თაღლითია, რომლის შესახებაც 2022 წელს Netflix-მა დოკუმენტური სერიალი გადაიღო. ლევიევი წლების განმავლობაში ქალებს აპლიკაცია Tinder-ის საშუალებით უკავშირდებოდა და თავს ბრილიანტების მაგნატის, ლევ ლევიევის მემკვიდრედ წარუდგენდა, შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით მათ ფულს ართმევდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი - „პროდუქტის განვითარება“ დაემატა
შსს: ოთარ ფარცხალაძე ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ხელმძღვანელობდა, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა
უკრაინამ ადიღეის სამხედრო აეროდრომს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორედ დაარტყა
შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი