|
2025-12-23 10:38:24, 4203 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჯაშუშობის ბრალდებით თამარ მეარაყიშვილი დააკავეს
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელსაც „ჯაშუშობაში“ ადანაშაულებენ, არის სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ცნობა საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ წუხელ სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ვინაობის დასახელების გარეშე. ის, რომ დაკავებულია მეარაყიშვილი, „ეხო კავკაზას“ ცხინვალში წყარომ დაუდასტურა. ინფორმაციას ასევე ავრცელებს გამოცემა „კავკაზსკი უზელი“. გამოცემის ცნობით: გუშინ საღამოს მეარაყიშვილმა მეგობრებს ტელეფონით შეატყობინა, რომ უცნობი პირები ცხინვალში მის ბინაში აივნიდან შეიჭრნენ, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა. საცხოვრებელი კორპუსი, სადაც მეარაყიშვილი ბინას ქირაობს, უსაფრთხოების ძალებმა ალყაში მოაქციეს. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით („ჯაშუშობა“), რაც 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს „გამომძიებლების ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ შეაგროვა და გადასცა ინფორმაცია რესპუბლიკაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ე.წ. პროკურატურის განცხადებაში „ზემოაღნიშნული ეჭვმიტანილი დაკავებულია და გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებას ახდენს“ - განაცხადა ე.წ. პროკურატურამ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ამ ინფორმაციაზე. რადიო თავისუფლება ცდილობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებას. საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ განცხადება სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) სხდომიდან რამდენიმე საათის შემდეგ, წუხელ, 22 დეკემბერს გაკეთდა. მანამდე თამარ მეარაყიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ 23 დეკემბრიდან შიმშილობას დაიწყებდა „ხელისუფლების თვითნებური მმართველობის, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, შრომის კანონმდებლობისა და მისი უფლებების სრული უგულებელყოფის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან და დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან მარგიევთან შეხვედრა მოითხოვა. წლებია, ოკუპირებული ცხინალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება თამარ მეარაყიშვილს დევნის. მისთვის ჩამორთმეული ჰქონდათ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გასვლისთვის საჭირო დოკუმენტები და ტერიტორიის დატოვება აკრძალული ჰქონდა.
ევროპა იცავს თავის ციფრულ წესებს მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ტიერი ბრეტონის სანქციებით დაუწესა
სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა
„ჰილს კონსტრაქშენი“ ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის“ პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)