02:10 - 25 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-24 15:40:26, 2938 ნახვა

ეკონომიკა
შექმენი პირველი შეთავაზება Ads მენეჯერში - საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ინიციატივით, მომსახურების სფეროში მომუშავე ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, Ads მენეჯერით 10-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზება შექმნან, ხოლო ქულებს, რომელიც მომხმარებელს უნდა ჩაერიცხოს, ბანკი სრულად დაფარავს.

კამპანია მოქმედებს 31 იანვრის ჩათვლით და განკუთვნილია:

  • რესტორნებისა და ბარებისთვის;
  • სილამაზის სალონებისა და ესთეტიკის ცენტრებისთვის;
  • სპორტდარბაზებისთვის;
  • სასტუმროებისთვის;
  • მომსახურების სექტორში არსებული ნებისმიერი ბიზნესისთვის

ბიზნესები, რომლებიც საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით პირველად განათავსებენ შეთავაზებას, მიიღებენ ერთკვირიანი სარეკლამო შეთავაზების სრულ დაფინანსებას საქართველოს ბანკისგან. კამპანიის ფარგლებში, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, ერთჯერადად შექმნან 10-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზება, სადაც თითოეული მომხმარებლისთვის დასაბრუნებელი ქულების მაქსიმალური ოდენობა 4 000 PLUS-ს შეადგენს. შექმნილი შეთავაზების შესახებ ინფორმაციის გავრცელება კი ბიზნესს საქართველოს ბანკის არხებში — მობილბანკში, offers.bog.ge-ზე, sCoolApp-ში, ასევე ბანკის სოციალური მედიის ინსტრუმენტებით შეუძლიათ. კამპანიის ფარგლებში თითოეული ბიზნესისთვის შეთავაზების დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 1000 ლარით განისაზღვრება.

Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის უნიკალური ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, თავად შექმნას ქეშბექის, ფასდაკლების ან ქულების დაგროვების შეთავაზებები და წარადგინოს ისინი ბანკის არხებში, რომელთაც 1 800 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს.

აღნიშნული შეთავაზების გარდა, კამპანიის ფარგლებში, მომსახურების სფეროში მოქმედ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ:

  • მიიღონ პირველი POS ტერმინალი 3 თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე;
  • ისარგებლონ 3%-იანი ქეშბექით Gulf-ის ობიექტებზე საწვავის შეძენისას;
  • ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებით, რაც მოიცავს: Nova-ს შერჩეულ პროდუქციაზე 10%-იან ფასდაკლებას; Altido-ს ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებაზე 50%-იან შეღავათს; Inventer-ის მარაგების მართვასა და ინვენტარიზაციაზე 20%-იან ფასდაკლება; ხოლო Bolt-ში - 20%-იან ფასდაკლებას მგზავრობაზე და თანამშრომლების ულიმიტო დამატების შესაძლებლობას.

დამატებით, ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომია პრაქტიკული ონლაინ კურსები კონტენტის მენეჯმენტის, ხელოვნური ინტელექტისა და სარესტორნო ბიზნესის მართვის მიმართულებით.

შეთავაზების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პროკურორი: ამ დროისთვის ლილუაშვილს გამოძიებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია
ევროპა იცავს თავის ციფრულ წესებს მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ტიერი ბრეტონის სანქციებით დაუწესა
სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი