23:54 - 29 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-29 11:41:56, 1894 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი - „პროდუქტის განვითარება“ დაემატა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათთვის ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი - პროდუქტის განვითარება  დაემატა.

ბიზნესკურსის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ:

  • როგორ მიიყვანონ პროდუქტის იდეა ხელშესახებ შედეგამდე;
  • როგორ დაგეგმონ და მართონ პროდუქტის განვითარების პროცესი უფრო ეფექტურად;
  • როგორ გააუმჯობესონ არსებული პროდუქტი ან სერვისი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით;
  • როგორ დანერგონ პროდუქტის განვითარების თანამედროვე პროცესები საკუთარ ბიზნესში.

კურსს უძღვება ერეკლე ინაშვილი - ბრენდისა და პროდუქტის დიზაინერი, რომელიც მონაწილეებს პრაქტიკულ მეთოდებსა და რეალურ მაგალითებს გაუზიარებს.

კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა გამოცდილი სპეციალისტებისგან მიიღოს. კურსები ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზეა მორგებული და პლატფორმა მუდმივად ახლდება.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია. ესაა ერთიანი ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი - პუტინმა დილით ადრე მითხრა, რომ თავს დაესხნენ - ეს კარგი არ არის, ნამდვილად არ არის კარგი
პუტინმა ტრამპს შესჩივლა, რომ ზელენსკი მის რეზიდენციას თავს დაესხა
ზელენსკი - ერთობლივად შევებრძოლოთ რუსეთის მცდელობებს, ჩაშალოს დიპლომატიური პროცესები
რა უნდა იცოდეთ საქართველოს ბანკის AmEx ბარათზე - გაეცანით რჩევებს თუ როგორ მიიღოთ მეტი სარგებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი