|
2025-12-25 15:18:05, 6458 ნახვა
ეკონომიკა
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
საერთაშორისო ავტორიტეტული სააგენტოს - S&P Global-ის მიხედვით, თიბისი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოწინავეა ევროპულ საბანკო სექტორში. ანალიტიკურ სტატიაში S&P Global-ი განიხილავს თიბისის მიერ ხელოვნური ინტელექტის (AI) წარმატებულად დანერგვის მაგალითს. საერთაშორისო სააგენტო თიბისის გამოცდილებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე ბანკის ტექნოლოგიური განვითარების შესახებ თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ ისაუბრა. ანალიტიკური სტატია ეხება იმ ბანკებს, რომლებიც AI-ს აქტიურად იყენებენ ოპერაციული მოქნილობის, ფინანსური შედეგებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ამ კონტექსტში თიბისი დასახელებულია ისეთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, როგორებიცაა: ბრიტანული Lloyds და Standard Chartered PLC, ასევე ნიდერლანდური ING Groep. S&P Global წერს, რომ, მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის მიმართ მზარდი ინტერესისა, ევროპაში ბანკების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა ადაპტირება და მისი დანერგვით ფინანსური სარგებლის მიღება. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ადრეული ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, თიბისიმ წარმატებით შეძლო უზბეკეთის ბაზარზე პირველი ციფრული ბანკის შექმნა, სადაც უკვე 6 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. S&P Global-თან ინტერვიუში თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ, AI ინტეგრაციის მხრივ წარმატებული მიმართულებები დაასახელა: “თიბისი აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის ეფექტურად სამართავად. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, დღეს, კორპორატიული სესხების გაცემისას, პროცესების 60-70% ციფრულად სრულდება. თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, ბევრად სწრაფად ვაანალიზებთ ინდუსტრიების პოტენციალს, ვაფასებთ პარტნიორებს და მათს ფინანსურ შედეგებს. ავტომატიზაციის მეშვეობით, მომხმარებლებს მათზე მორგებულ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ, სადაც გათვალისწინებულია კომპანიის ფინანსური საჭირობები. შედეგად, ვიღებთ მეტად პერსონიფიცირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ტრამპი - პუტინმა დილით ადრე მითხრა, რომ თავს დაესხნენ - ეს კარგი არ არის, ნამდვილად არ არის კარგი
პუტინმა ტრამპს შესჩივლა, რომ ზელენსკი მის რეზიდენციას თავს დაესხა
ზელენსკი - ერთობლივად შევებრძოლოთ რუსეთის მცდელობებს, ჩაშალოს დიპლომატიური პროცესები
რა უნდა იცოდეთ საქართველოს ბანკის AmEx ბარათზე - გაეცანით რჩევებს თუ როგორ მიიღოთ მეტი სარგებელი
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
DeepState: რუსებმა ჰულიაიპოლთან ახლოს ტყვედ აყვანილი სამი უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)