11:52 - 31 Dec, 2025
|
2025-12-26 11:08:32, 5915 ნახვა
საზოგადოება
გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გუდაური-კობის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება, აკრძალვის მიზეზი თოვაა. "რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია", - წერია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზეც.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)