|
2025-12-26 14:50:11, 5553 ნახვა
პოლიტიკა
ბაჩო ახალაიას ადვოკატმა პირველი კომენტარი გააკეთა, საქმეს აბსურდი უწოდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატი ექს-მაღალჩინოსნის ხელახლა დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. "აბსურდი" - ამბობს ჟურნალისტებთან მალხაზ ველიჯანაშვილი და იქვე დასძენს, რომ ხალაიას რაიმე დანაშაულთან გაიგივება ღიმილის მომგვრელია. "ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ არაფერთან, არც შეკრებებთან, არც გამოსვლებთან" - აღნიშნა ადვოკატმა. „რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ამ აბსურდზე, არ ვიცი. არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ არაფერთან, არც შეკრებებთან, არც გამოსვლებთან, შესაბამისად, მისი უბრალოდ კავშირის არსებობა, რაიმე დანაშაულთან გაიგივება, ისეთი საკითხია, რომ შეიძლება გაგეღიმოს ადამიანს. საკუთარ წლების მეგობარს, ნათლიმირონს ურეკავდნენ და ეს რაიმეს შეიძლება ამტკიცებდეს? მე არ მესმის. WIFI ანი ნადარეიშვილზეა გაფორმებული და ამ WIFI-ზე, ვინ იყო დაკავშირებული, კაცმა არ იცის. ოჯახში WIFI-ზე რამდენი ვსარგებლობთ, ხომ? რომელმა დარეკა, ჯერ ესეც არ იციან და სახლში რომ WIFI აქვთ და ანიზე არის გაფორმებული, კი, ეგრეა, მაგრამ მერე რა? იმ WIFI-დან ვიღაცასთან რომ მოხდა დაკავშირება, არ იცი, ვინ დაურეკა, არ იცი, რაზე ელაპარაკა და [უთხრა] ორგანიზატორი ხარო, უნდა გაიაზრო ეს ყველაფერი,“ - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)