23:31 - 25 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-25 15:54:24, 2492 ნახვა

ეკონომიკა
STEM ოლიმპიადის მონაწილეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები იწყება - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადა სულ მალე დაიწყება. ხოლო იმისთვის, რომ 2025-2026 წლის ოლიმპიადის მონაწილეებმა უკეთ გაართვან თავი ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს, მოსწავლეებთან წინასწარი საკონსულტაციო შეხვედრები იმართება. 

კონსულტაციის ფარგლებში:

  • მოსწავლეები გაეცნობიან ოლიმპიადის ამოცანების სტრუქტურას;
  • შეისწავლიან ამოხსნის მეთოდებს;
  • გაიგებენ, როგორ გამოიყენონ ლოგიკა და ანალიტიკური აზროვნება ამოცანების ეფექტურად ამოსახსნელად. 

კონსულტაციებს ჩაატარებენ კომაროვის ფიზიკის და მათემატიკის საოლიმპიადო წრის ხელმძღვანელები.

პირველი საკონსულტაციო შეხვედრები 27 დეკემბერს ფიზიკაში, 28 დეკემბერს კი მათემატიკაში გაიმართება.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.

ოლიმპიადა სამ ტურად იმართებაონლაინ  ტურის ფარგლებში, თითოეული სკოლის გუნდიდან სამი მოსწავლე მათემატიკის, ორი კი ფიზიკის ტესტს წერს. ტესტირების შედეგად ონლაინ ტურში მონაწილე სკოლების 50% გადადის პირველ ტურში. პირველი ტური უკვე ფიზიკურ ფორმატში ტარდება, სადაც საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა ვლინდება, რომლებიც ფინალურ ტურში ასპარეზობენ. 

 ფინალურ რაუნდში მოსწავლეები გუნდურად მუშაობენ STEM დავალებების ამოხსნაზე

ამასთან, ფინალურ ტურში გადასული გუნდების მენტორები სპეციალური გადამზადების კურსს გადიან, რომელსაც კომაროვის STEM მიმართულების სპეციალისტები უძღვებიან.

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეობა უკვე 300-ზე მეტი სკოლის, 1500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რას აბრალებს სუსი ბაჩო ახალაიას და მის მეუღლეს - დეტალურად
სუს-ის განცხადებით ახალაიასთან ერთად დაკავებული მეუღლე ანნა ნადარეიშვილი გათავისუფლებულია, იმის მიხედვით, როგორ ითანამშრომლებს იგი გამოძიებასთან
სუს-ი ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია
დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი