|
2025-12-27 11:14:12, 4791 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: ზელენსკის არაფერი ექნება, სანამ მე არ დავამტკიცებ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას ვოლოდიმირ ზელენსკისთან პროდუქტიული შეხვედრის იმედი გამოთქვა, თუმცა სკეპტიციზმი გამოხატა „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ მის მიერ ადრე გამოცხადებულ წინადადებებთან დაკავშირებით. ეს მან Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა. ვარაუდობენ, რომ ზელენსკი კვირას ფლორიდაში ტრამპს შეხვდება და თან წაიღებს ახალ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას. ორი ლიდერი ასევე განიხილავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებს. თუმცა, Politico-სთან ინტერვიუში ტრამპმა გულგრილობა გამოხატა ზელენსკის უახლესი წინადადების მიმართ და არ ჩქარობს უკრაინის პრეზიდენტის წინადადების მხარდაჭერას. „მას არაფერი აქვს, სანამ მე არ დავამტკიცებ. ასე რომ, ვნახოთ, რა ექნება“, - თქვა მან. ამავდროულად, ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ შეძლებს პროდუქტიული შეხვედრის გამართვას. „ვფიქრობ, მასთან (ზელენსკისთან - რედ.) ყველაფერი კარგად წავა. ვფიქრობ, პუტინთან ყველაფერი კარგად წავა“, - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ იმედოვნებს, რომ რუსეთის ლიდერთან „რაც შეიძლება მალე, რამდენჯერაც მინდა“ ისაუბრებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ დაადასტურა, რომ კვირას, 28 დეკემბერს, ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)