|
2025-09-12 08:50:51, 19851 ნახვა
High - Tech
ალბანეთი მსოფლიოში პირველია, ვინც ხელოვნური ინტელექტის მინისტრი დანიშნა
Politico-ს ცნობით, ალბანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მინისტრი ჰყავს. გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ ტირანაში სოციალისტური პარტიის შეხვედრაზე მთავრობაში ცვლილებების შესახებ განაცხადა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი ახალი „კაბინეტის წევრი“ - დიელა (ალბანურიდან „მზის შუქი“) წარადგინა. რამას თქმით, დიელა კორუფციის რისკების აღმოსაფხვრელად სახელმწიფო შესყიდვებზე იქნება პასუხისმგებელი. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესი ეტაპობრივი იქნება და ექსპერიმენტის საბოლოო მიზანია ალბანეთი ისეთ ქვეყნად აქციოს, სადაც ყველა ტენდერი „ასი პროცენტით უხრწნელი იქნება, ხოლო მათში გამავალი სახელმწიფო სახსრები აბსოლუტურად გამჭვირვალე“. „ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, არამედ დიელას მისიაა“, - განმარტა მთავრობის მეთაურმა. დიელა ალბანელი მოქალაქეებისთვის უკვე ნაცნობია: ის მართავს e-Albania ციფრულ პლატფორმას, რომელიც ონლაინ რეჟიმში უზრუნველყოფს სამთავრობო სერვისების უმეტესობაზე წვდომას. როგორც Politico აღნიშნავს, სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციასთან ბრძოლა დიდი ხანია ალბანეთში მთავარი საკითხია და რეგულარულად განიხილება ევროკავშირის კანონის უზენაესობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებში.
თურქეთმა ISIS-ის წევრობის 115 სავარაუდო წევრი დააკავა, რომლებიც დღესასწაულების დროს ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ
ტროტუარზე დგომის გამო, სასამართლოში აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს
სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში
კიევში სკვერს ქართული ეროვნული ლეგიონის სახელი მიენიჭა
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
სიტუაცია კრიტიკულზე უარესია -რუსი სამხედრო კორესპონდენტები იუწყებიან, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის განდევნეს რუსული არმია კუპიანსკიდან
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)