|
2025-12-25 15:04:06, 7215 ნახვა
ეკონომიკა
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 65.71 მილიარდი ლარი შეადგინა
საქართველოს ეროვნული ბანკი, რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ, ინტერაქტიულ პრესრელიზებს 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით აქვეყნებს. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 65.71 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 131.50 მილიონი ლარით, 0.20%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.44%-ით მეტი). დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 13.88% შეადგინა. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 224.67 მილიონი ლარით, ანუ 0.72%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.91%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 93.17 მილიონი ლარით, ანუ 0.27%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.00%-ით). უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.68% , ხოლო ევროს წილმა 19.85% შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)