|
2025-02-16 11:19:47, 34709 ნახვა
სპეციალური ანონსი
დღეს, 17:00 საათზე ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია გაიმართება
დღეს, 17:00 საათზე ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია გაიმართება. “15 თებერვალს რეჟიმის უპასუხისმგებლობას ორი სიცოცხლე შეეწირა. საქართველო დღეს ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაშია. “ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ირაკლი კობახიძემ მშენებლობის მეორე ეტაპი 10 თებერვალს დააანონსა. ადგილი არ იყო შემოსაზღვრული უსაფრთხოების ღობით. უსაფრთხოების ზომების დაუცველობას კი ემსხვერპლა 2 მცირეწლოვნის სიცოცხლე, რომლებიც გარეთ ჯართის შესაგროვებლად იყვნენ გამოსულები. 16 თებერვალს,17:00 საათზე ვიკრიბებით ეკონომიკის სამინისტროსთან, რათა გავაპროტესტოთ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მოვითხოვოთ პასუხი ამაზე პასუხისმგებელ პირებისაგან და სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპული მცირეწლოვნების ახლობლებსა და მთელს საქართველოს“ | წერენ აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)