|
2025-12-22 16:04:15, 6951 ნახვა
Lifestyle
“Elite Model Look Georgia 2025”-ის გამარჯვებულები გამოვლინდა
Elite Model Look -ი გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული საერთაშორისო სამოდელო კონკურსი, რომელიც უკვე მე 16-ედ, წარმატებით ჩატარდა საქართველოში კომპანია ელიტის ექსლკუზიური წარმომადგენლის, სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის მიერ. კონკურსი მიზნად ისახავს გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას. უკვე ოთხი ათწლეულის განმავლობაში, Elite Model Look-ი რჩება ახალი ვარსკვლავების აღმოჩენის ავანგარდში. იგი სთავაზობს ათასობით ახალგაზრდას მთელი მსოფლიოდან აქციონ მათი ოცნებები რეალობად და მიჰყვნენ მოდის ისეთი ვარსკვლავების კვალს, როგორებიც არიან: სინდი კროუფორდი, ჟიზელ ბუნდჰენი, სტეფანი სეიმური, ნაომი კემპბელი, ადრიანა ლიმა, ვიტორია სერეტი, მონა ტუგარდი, ფეი ფეი სუნი და სხვები. “Elite Model Look”-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ შთამბეჭდავი საერთაშორისო სამოდელო კარიერა. ყოვლწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 350 000-ამდე კონკურსანტი იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალიზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი საერთაშორისო სამოდელო სააგენტო “Elite Model Management”-თან და აქტიური საერთაშორისო კარიერა. Წელს ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით, ღინისძიებაში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა კანდიდატმა და მათგან შერჩეულია მხოლოდ 12 გოგონა და 7 ვაჟი კონკურსანტი, რომლებიც იბრძვიან გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად. 16 დეკემბერს, სასტუმროში “თბილისი ფილარმონია მერკურისაგან“ ჩატარდა Elite Model Look Georgia 2025-ის ფინალური ღონისძიება, სადაც საერთაშორისო სამოდელო კონკურსის ELITE MODEL LOOK WORLD-ის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ჯენიფერ მეიმ და ELITE MODEL LOOK Georgia-ს ორგანოიზატორმა ქ-ნმა ია კიწმარიშვილმა, დაასახელეს გამარჯვებული გოგონა და ვაჟი, რომლებიც საქართველოს სახელით გაემგზავრებიან მსოფლიო ფინალზე. Მე 16-ე Elite Model Look Georgia 2025-ის გამარჯვებულები გახდნენ: 16 წლის მარიამ კალაძე და 18 წლის დაჩი კანთელაშვილი. მარიამი და დაჩი 2026 წლის დასაწყისში წარადგენენ ჩვენს ქვეყანას 41-ე მსოფლიო ფინალურ ღონისძიებაზე ELITE MODEL LOOK WORLD FINAL.
|
რედაქტორის რჩევით
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციისგან მოისმინა ინფორმაცია შეერთებულ შტატებში მათი შეხვედრების შესახებ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)