18:58 - 31 Dec, 2025
|
2025-11-08 11:45:13, 23047 ნახვა
სამხედრო
„ორფოლოს“ საწვრთნელ ცენტრში ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დასრულდა
ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის „ორფოლოს“ საწვრთნელ ცენტრში, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-15 საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა. მე-15 ბატალიონმა, პოლიგონზე საცეცხლე პოზიციებიდან პირობითი მოწინააღმდეგის გასანეიტრალებლად საარტილერიო დანადგარები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. ათდღიანი სწავლება საშტაბო და საველე კომპონენტს მოიცავდა. საარტილერიო სწავლების მიზანი, ბატალიონის პირადი შემადგენლობის უნარების დახვეწა იყო, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში. ეს კი,თავის მხრივ თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებას უწყობს ხელს. დამკვირვებელ - მაკონტროლებლის მიერ საველე სწავლება დადებითად შეფასდა.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)