|
2025-04-29 22:08:30, 33145 ნახვა
High - Tech
Amazon-მა ორბიტაზე პირველი ინტერნეტ თანამგზავრები გაუშვა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
Amazon-მა დედამიწის დაბალ ორბიტაზე პირველი 27 თანამგზავრი გაუშვა. კოიპერის პროექტის ფარგლებში სულ 3,236 თანამგზავრის გაშვება იგეგმება. „როიტერის“ ცნობით, ამ პროექტის მიზანია მთელ მსოფლიოში ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ის მილიარდერ ილონ მასკის Starlink ქსელთან კონკურენციას ისახავს მიზნად. 2019 წლიდან SpaceX-მა ორბიტაზე 8000-ზე მეტი თანამგზავრი გაუშვა. 10 მილიარდი დოლარის ღირებულების კოიპერის პროექტი 2019 წელს წარადგინეს. პირველი თანამგზავრების ორბიტაზე გაშვება 2024 წლის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა გაშვება ერთი წლით გადაიდო. „როიტერის“ ცნობით, Amazon-მა შესაძლოა წელს კიდევ ხუთი ასეთი გაშვება განახორციელოს. Amazon-ი ვარაუდობს, რომ Kuiper-ის პროექტი მომხმარებლებისთვის ინტერნეტის მიწოდებას 2025 წლის ბოლოსთვის დაიწყებს.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)