|
2025-12-27 11:29:13, 5197 ნახვა
ომი უკრაინაში
კლიჩკო: კიევში სამი მაღალსართულიანი შენობა იწვის
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, 27 დეკემბრის დილით, დარნიცკის რაიონში ნანგრევები 24-სართულიან შენობას მოხვდა, ასევე იწვის 18-სართულიანი და 10-სართულიანი შენობები. დნეპროვსკის რაიონშიც, ხანძარი მძვინვარებს 24-სართულიანი შენობის ზედა სართულზე. ასევე, დნეპროვსკის რაიონში, ხანძარი მძვინვარებს 18-სართულიანი შენობის მესამე სართულზე. მიმდინარეობს ნანგრევებში მოყოლილი ერთი ადამიანის ძებნა. დარნიცკის რაიონში რამდენიმე კერძო სახლი იწვის. არსებობს ხანძრის ახლომდებარე მოხუცებულთა თავშესაფარში გავრცელების რისკი, საიდანაც მაშველებმა 10 ადამიანი ევაკუირეს. ნანგრევების ჩამოვარდნის შემდეგ იქ მანქანებიც იწვის. იმავე დარნიცკის რაიონში, იმ შენობის გვერდით, სადაც დრონი დაეცა, ხანძარია ზედა სართულებზე მდებარე შენობაშიც. განახლებულია: კლიჩკომ შემდგომში განაცხადა, რომ დრონი დაეცა შევჩენკოვსკის რაიონში 10-სართულიანი შენობის ზედა სართულს. გოლოსეევსკის რაიონში ავტოგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა, დნეპროვსკიში კი დეპოს დაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)