22:09 - 23 Dec, 2025
|
2025-08-11 21:51:12, 24854 ნახვა
Lifestyle
ქართველი მსახიობი ჰოლივუდურ ფილმში ითამაშებს
თორნიკე გოგრიჭიანი ამერიკული ფილმის „მატჩის ყუთის“ ერთ-ერთ მსახიობად დასახელდა. ფილმი Apple TV პლატფორმაზე 2026 წელს გამოვა. დეტალები. გოგრიჭიანის კოლეგები ცნობილი მსახიობები იქნებიან, მათ შორის ჯონ სინა. IMDB-ის ცნობით, ქართველი მსახიობი ისტბრუკის სახელით ცნობილი პერსონაჟის როლს შეასრულებს. უფრო დეტალური ინფორმაცია ჯერ არ არის მოძიებული. ფილმი. მის შესახებაც მცირე დეტალებია ხელმისაწვდომი. Variety-ის ცნობით, ფილმი ბავშვობის მეგობრების ჯგუფის ისტორიას მოგვითხრობს. მათ გლობალური კატასტროფის შეჩერება და ამავდროულად მეგობრობის ხელახლა პოვნა მოუწევთ. თორნიკე გოგრიჭიანი. მან მონაწილეობა მიიღო მრავალ ცნობილ ქართულ პროექტში. ასევე ითამაშა ამერიკულ ფილმებში, მათ შორის „ექსტრაქცია 2“.
|
რედაქტორის რჩევით
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციისგან მოისმინა ინფორმაცია შეერთებულ შტატებში მათი შეხვედრების შესახებ
რუსული თავდასხმა კიევზე: დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)