22:03 - 25 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-25 15:32:41, 2191 ნახვა

კომენტარი
კალაძე: კორუცფცია სერიოზული გამოწვევაა მთელ მსოფლიოში

„კორუცფცია სერიოზული გამოწვევაა ყველგან, მთელ მსოფლიოში და ევროპულ ქვეყნებშიც“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდეციების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველო, ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავეა.

„ზოგადად კორუცფცია სერიოზული გამოწვევაა ყველგან, მთელ მსოფლიოში და ევროპულ ქვეყნებშიც. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ აღნიშნული მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების თვალსაზრისით კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. ძალიან  მიხარია, რომ ქვეყანა, ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავეა. საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული ყველა საერთაშორისო სტატისტიკა და კვლევები, იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც სამართლიანია, მიუთითებს, რომ ქვეყანა წინ მიდის, ახორციელებს რეფორმებს და დგამს სწორ ნაბიჯებს“, - განაცხადა კახა კალაძე.

რაც შეეხება ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ კრიტიკის მიზეზი ის მითითებებია, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ შეასრულა.

„არ უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება. ჩვენ ხომ ვიცით, რატომ ხდება ეს კრიტიკა და რა არის ამის მთავარი მიზეზი - ის, რომ ჩვენ არ შევასრულეთ მათი ბრძანებები, არ გავხსენით მეორე ფრონტი ქვეყანაში, არ შემოვიტანეთ ის უბედურება, რაც სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება; მეორე - ეს არის მოწოდებები სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც არ გავითვალისწინეთ იმიტომ, რომ დამაგრეველი და დამაზიანებელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის, იმ ოჯახებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც შრომობენ, მუშაობენ და თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში. ეს იქნებოდა უმძიმესი პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავდექით მტკიცედ, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს სჭირდებოდა. ეს პოლიტიკა გაგრძელდება მომავალშიც. ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც ვისმენთ კრიტიკას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-ი ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია
დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი: თბილისმა „მაღალი და არაკონკურენტული“ ტარიფი დაასახელა აზერბაიჯანიდან ტრანზიტისთვის
საფარი ზინოვკინაზე: პენიტენციურიდან პასუხი არ მიგვიღია, არც მოთხოვნები შესრულებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი